ახალი ამბები
გამსახურდიას ქუჩაზე 4 სადარბაზოს რეაბილიტაციისთვის 30 ათასამდე ლარი დაიხარჯება
ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ნომერ 217-ში მდებარე #1 საცხოვრებელი კორპუსის ოთხი სადარბაზოს რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია სადარბაზოების თითოეულ სართულზე სხვადასხვა სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოზე, მათ შორის, მეტლახის ფილების დაგებაზე, შეღებვასა და სხვენში მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმაზე.



ტენდერში, რომლის შესყიდვის ღირებულება 29 641 ლარია,  წინადადებების მიღება პირველიდან 9 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიამ კი სამუშაოები ხელშერულების დადებიდან 41 დღეში უნდა დაასრულოს.

Print