რეგიონი
ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე გვირაბი გაიხსნება
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე არსებული რეაბილიტირებული გვირაბის გახსნის ღონისძიება დღეს გაიმართება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კობა გაბუნია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
Print