რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია წარადგინეს
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტს ჩაიბარებს. ის რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა. 

"ალექსანდრე მოწერელია სახელმწიფო სტრუქტურებში მოდის კერძო სექტორიდან. მას აქვს ძალიან საინტერესო ბიზნეს პტროექტების განხორციელების გამოცდილება სოფლის მეურნეობაში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ რეგიონებში ეკონომიკის განვითარება და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას თავს გაართმევს", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ბახტაძემ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, იმერეთისა და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორები დაასახელა.

ცნობისთვის, 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გასულ თვეში გაათავისუფლეს.





Print