რეგიონი
ვიტალი გაბნია: მთავრობას ვიცე-პრეზიდენტის დაცვაც კი არ შეუძლია
დე ფაქტო აფხაზეთის ვიცე - პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა. ვიტალი გაბნიამ ამის შესახებ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადადგომის მიზეზად მან „ხელისუფლების უნიათობა“ დაასახელა და აღნიშნა, რომ მთავრობას ვიცე-პრეზიდენტის დაცვაც კი არ შეუძლია. მან ცოტა ხნის წინ მომხდარი ინცინდენტის შესახებ ისაუბრა, როდესაც თავად გახდა თავდასხმის ობიექტი, რისი თავიდან აცილება მისმა პირადმა დაცვამაც ვერ უზრუნველჰყო. გაბნიას თქმით, მან, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა სათანადო პასუხი ვერ გასცა თავდამსხმელებს, ამიტომ გადაწყვიტა თანამდებობა დაეტოვებინა.

კონფერენციის მსვლელობისას ვიტალი გაბნიამ რაულ ხაჯიბას ურჩია, არ იყაროს კენჭი მეორე საპრეზიდენტო ვადაზე.

აფხაზური მედიის ცნობით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტი ტოვებს თანამდებობას. 2013 წლის დეკემბერში ვიცე-პრემიერი დავით ლოგუა გადადგა, რომელიც 2011 წელს ამ თანამდებობაზე კენჭს ალექსანდრე ანქვაბთან ერთად იყრიდა.


Print