რეგიონი
ანაკლიის აკვაპარკი 23-26 აგვისტოს ჩათვლით არ იმუშავებს
Echowaves-ის მიმდინარეობისას ანაკლიის აკვაპარკი მხოლოდ ფესტივალის ავტორიზებული სტუმრებისთვის იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაცია ანაკლიის "აკვაპარკის" ადმინისტრაციამ საკუთარ ფეიბუქ გვერდზე გაავრცელა.

მუსიკალური ფესტივალი  Echowaves-ი დღეს 19:00 საათზე გაიხსნება და 26 აგვისტოს დასრულდება.

შენიშვნა: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ აკვაპარკი დროებით წყვეტდა მუშაობას.

"ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე აკვაპარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც გამოიწვია აკვაპარკის დახურვის აუცილებლობა. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნული იყო გავრცელებულ ინფორმაციაში.


Print