რეგიონი
"ნენსკრა ჰიდროსა" და მესტიის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
"ნენსკრა ჰიდროსა" და მესტიის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გულისხმობს. ინფორმაციას "ნენსკრა ჰიდროს" ადმინისტრაცია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჭუბერსა და ნაკრაში, შემდეგი პროექტების განხორციელებას მოიცავს:

შიდა გზების, სკოლების და ბაღების რეაბილიტაცია;

სოციალური საწარმოების განვითარება;

კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.


მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები "ნენსკრა ჰიდროსა" და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ერთობლივად დაფინანსდება.

Print