რეგიონი
ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით Echowaves განცხადებას ავრცელებს
ფესტივალის ერთ-ერთი სტუმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ანაკლიის ფესტივალის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო „ათინათი“ უცვლელად გთავაზობთ:

„Echowaves Festival-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს.

Echowaves Festival-ი თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართეთ ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო პუნქტებს, ან SAFEWAVES-ისა და „მანდალას“ მოხალისეებს“, - ნათქვამია ფესტივალის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.


ამავე თემაზე:

ექიმი: ანაკლიის ტერიტორიიდან ახალგაზრდა გოგონა ტოქსიური ეფექტით შემოიყვანეს

ანაკლიაში ფესტივალის ECHOWAVES სტუმარი გარდაიცვალა
Print