რეგიონი
კოშკიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
გუშინ უშგულში, კოშკიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ექმიმების ინფორმაციით, დაშავებულს გუშინ გამოკვლევები ჩაუტარდა და ამ ეტაპზე ოპერაციის ჩატარების საჭიროება არ დგას, თუმცა ახალგაზრდა კლინიკაში რჩება შემდგომი დაკვირვების მიზნით. 19 წლის ბიჭი უშგულში, კოშკიდან გუშინ გადმოვარდა. ის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს.

Print