რეგიონი
ანაკლიაში ირანის 3 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს
ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას ნარკოტიკული საშუალების  უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. იფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშაულებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

ამავე თემაზე:

ანაკლიაში ფესტივალის ECHOWAVES სტუმარი გარდაიცვალა

"ჩვენ გვინდა ანაკლია ნარკოტიკის გარეშე"- ფეისბუქ მომხმარებლების რექცია 

ანაკლიაში ფესტივალის ECHOWAVES სტუმარი გარდაიცვალა




Print