რეგიონი
გუბერნატორის ადმინისტრაციას პრესსამსახურის ახალი უფროსი ჰყავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურს ლევან სულაშვილი უხელმძღვანელებს. ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი რეპორტიორი უფლება-მოსილების განხორციელებას ხვალიდან შეუდგება. სულაშვილი ამბობს, რომ ის ალექსანდრე მოწერელიას უკვე შეხვდა.

,,გუბერნატორს ვესაუბრე და ამის შემდეგ მივიღე ეს გადაწყვეტილება", - აღნიშნა მან.

გუბერნატორის პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ თანამდებობა, თანამშრომლებთან ერთად, 24 აგვისტოს დატოვა.
Print