რეგიონი
წებელდის პოლიგონზე სამხედრო წვრთნები ჩატარდა
აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე სწავლება ჩატარდა. ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, წერს „სპუტნიკი“.

ამავე ცნობით, მთიან მასივებში მიმდინარე წვრთნებისას, "მზვერავების ამოცანა პირობითი დივერსანტების გამოვლენა და მათი განადგურება იყო."

წებელდის სამხედრო პოლიგონზე ჩატარებულ წვრთნებში სამასამდე სამხედრო მოსამსახურე და 40 ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის, დაჯავშნული სადაზვერვო მანქანა „დოზორი“, ჯავშანტრანსპორტიორი „ტიგრი“ და БТР-82АМ.

Print