ახალი ამბები
ფოთში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა
ფოთში, ნაბადის უბანში აფეთქების შედეგად 41 წლის მამაკაცი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა, შემთხვევით აუფეთქდათ.

დაშავებულები ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, მათგან ერთი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვებით გარდაიცვალა.

„შემოიყვანეს 4 დაშავებული, რომელთაგან ერთი გაეწერა ბინაზე. დანარჩენი კი რეანიმაციაში მოვათავსეთ. 41 წლის მამაკაცი სიცოცხელსთან შეუთავსებელი ტრამვებით გარდაიცვალა, 16 წლის მოზარდი ქუთაისის ინტერვენციულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, 29 წლის მამაკაცი კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში", - თქვა მიგინეიშვილმა.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ გამოძიება ორი 236-ე და 124-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით. უწყებაში გვითხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


Print