ახალი ამბები
“კულტურა საზღვრებს გარეშე“ - ღონისძიებები ანაკლიასა და ორსანტიაში გაიმართება
პროექტ "კულტურა საზღვრებს გარეშე" ფარგლებში 6 სექტემბერს ანაკლიასა და ორსანტიაში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. მწერლები და მეცნიერები გიორგი კეკელიძე, ზაალ ჩხეიძე და ესმა მანია საჯარო ლექციებს წაიკითხავენ თემებზე: "დამოუკიდებლობის 100 წლისთავი", "ქართული მწერლობა 1918-1921 წწ", "ალექსანდრე ყაზბეგი - 170". გარდა ამისა, იგეგმება სხვადასხვა სახის გამოფენა ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება. ღონისძიება კომპოზიტორის სანდრო ნიკოლაძის და ბენდის " Space Board" კონცერტით დასრულდება. ამასთან, ქართველი გამომცემლების ჩართულობით, 6 სექტემბერს ორსანტიას საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ღია სამკითხველოები (წიგნის ბუდე) დაარსდება, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ წაიკითხონ წიგნი და განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები.

გთავაზობთ ორსანტიასა და ანაკლიაში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს:

6 სექტემბერი

ორსანტია

• 16:45:17:00 - სკვერის ბიბლიოთეკის გახსნა ორსანტიას საჯარო სკოლის ეზოში;

• 17:10 - 17:30 - ლექცია: "ქართული ლიტერატურა 1918 – 2021 წწ" - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე;

• 17:35 – 17:55 - ლექცია: "ალექსანდრე ყაზბეგი - 170" - მწერალი, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ჩხეიძე;

• 18:00 – 18:20 - ლექცია: "უცნობი ყაზბეგი" - კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი ესმა მანია;

• 18:25 – 18:45 - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ქართული ფილმის ჩვენება;

ანაკლია

• 20:00 – 21:30 - ანაკლიის ციხე - სანდრო ნიკოლაძის და მუსიკალური ბენდის "Space Board" კონცერტი.


Print