ახალი ამბები
აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი კვლავ კომაშია
ფოთში, აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, კვლავ უმძიმესია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საავადმყოფოს დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი კვლავ კომაშია.

ფოთში, ნაბადის უბანში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 41 წლის მამაკაცი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა, შემთხვევით აუფეთქდათ.

გამოძიება ორი 236-ე და 124-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.


ამავე თემაზე:

ექიმი: ფოთიდან შემოყვანილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა
Print