ახალი ამბები
მუჟავაში ხე-ტყის უკანონოდ ტრანსპორტიების ფაქტი გამოვლინდა
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, 7 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოპოვებაზე.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები კი შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.
Print