ახალი ამბები
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე 4 დღით მოძრაობა შეიზღუდა
მიმდინარე წლის 10 სექტემბრის 10:00 სთ-დან 14 სექტემბრის 20:00 სთ-მდე, „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კილომეტრზე არსებულ სარკინიგზო გადასასვლელზე რეაბილიტაციის გამო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტმანეტი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა სამტრედიაში არსებული ადგილობრივი საავტომობილო ქსელის გავლით.


Print