რეგიონი
სოხუმი: მინისტრთა ახალი კაბინეტი სამ თვეში ჩამოყალიბდება
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა სამ თვეში გახდება ცნობილი. აფხაზი იურისტის ოლეგ პაპასკირის განმარტებით, „კანონმდებლობაში“ არ არის ფრაზა „პრემიერ - მინისტრის გარდაცვალება“, აქედან გამომდინარე, „ადამიანის სიკვდილის შემთვევაში იგივე წესები მოქმედებს, რაც გადადგომის ან უფლებამოსილების შეწყვეტისას “, - ამბობს ის. მისი თქმით, ახალი პრემიერ- მინისტრი ერთი თვის განმავლობაში დაინიშნება, ხოლო სამი თავის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დასახელდება.

„9 სექტემბრიდან პრემიერ - მინისტრის მოვალეობას დროებით „აფხაზეთის ვიცე-პრემიერი დაურ არშბა ასრულებს“, - წერს „სპუტნიკი“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია 8 სექტემბერს, ფსოუ-სოხუმის გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სირიიდან დაბრუნებული გაგულია, აფხაზურ დელეგაციასთან ერთად, სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ მიემართებოდა. ამავე ცნობით, ის სამთავრობო კორტეჟის თანხლებით გადაადგილდებოდა.
Print