ახალი ამბები
სუს-ში ზუგდიდის მერი და ააიპ-ის ხელმძღვანელი გამოკითხეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის მერი გამოკითხა. რადიო "ათინათს" სუს-ში უთხრეს, რომ ლაშა გოგია უწყებაში მერიის ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშრიებით დაიბარეს. ამავე საკითხზე გამოიკითხა აღნიშნული ააიპ-ის ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავაც.

"ჩვეულებრივი, სტანდარტული კითხვები იყო ააიპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ისეთი არაფერი", - გვითხრა ქარჩავამ.

ზუგდიდის მერიაში გვითხრეს, რომ ლაშა გოგიას გამოკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. მათივე ცნობით, მერი ამჟამად პრაღაში მივლინებით იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა აგვისტოში დაიწყო.


ამავე თემაზე:

ზვიად ქარჩავა: არავის დაკავებას არ ველოდები
Print