რეგიონი
ექსპორტზე გატანის მიზნით საქართველოში შესაძლოა მარიხუანას მოყვანა-წარმოება დაიწყოს
საქართველოს მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში მარიხუანას წარმოება, ექსპორტზე გატანის მიზნით ნებადართული იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედია საშუალებამ გაავრცელა.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ მთავრობა მარიხუანასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგულაციებზე მუშაობს, მათ შორის, მისი გასაღების მკაცრ შეზღუდვაზე. ამასთან, უწყებაში ადასტურებენ, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს.

ამავე პროექტის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით, ნებისმიერ შემთხვევაში მცენარის გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით.

Print