ახალი ამბები
ლაშა გოგია: მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება
ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, სავარაუდოდ, თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი პოსტი მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა. "მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს. ლაშა გოგია 12.09.2018 წელი", - წერია მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.



თავად გოგიას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. მერიის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ ინფორმაციას არ ფლობენ.

"არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რაც პოსტში წერია", - ამბობენ მერიაში.
ლაშა გოგია ზუგდიდის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს.
Print