რეგიონი
მამუკა წოწერია: მერის გადადგომა სოციალური ქსელით გავიგე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მერის გადადგომის შესახებ მანაც ფეისბუქის გვერდიდან შეიტყო.

"მეც წუხელ სოციალური ქსელით გავიგე. აქამდე არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით საუბარი. ჩეხეთიდან რომ ჩამოვა მერი, გაირკვევა ყველაფერი",- თქვა წოწერიამ.

რაც შეეხება ვიცე მერის გია გულორდავას გადადგომის შესახებ ინფორმაციას, მან აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ჩანაწერებთან დაკავშირებით კი წოწერიამ აღნიშნა, რომ მსგავს საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.



ამავე თემაზე:

ლაშა გვასალია: არ ვიცი უკავშირდება თუ არა მერის გადადგომა ფარულ ჩანაწერებს

ზუგდიდის მერის მოადგილე: გოგიას გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო

ლაშა გოგია: მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება
Print