ახალი ამბები
სააკაშვილი გოგიაზე: ეს ნაგავი თავისით არ გადამდგარა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას გადადგომას ეხმაურება. მისი მტკიცებით, გოგიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მან გაიგო, რომ ქრთამის აღების შეახებ ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდებოდა.

„მხოლოდ მას შემდეგ დაწერა განცხადება,რაც სუსმა შეატყობინა,რომ ოპოზიციას ხელში ჩაუვარდა მის მიერ ქრთამის აღების ჩანაწერი.ასე ყიდის ივანიშვილის თითოეული მონა ყოველდღიურად ხალხის ინტერესებს.
მინდა მოვუწოდო გამოძალვის ყველა მსხვერპლს, ასევე მოგვაწოდონ ჩანაწერები,რათა თითოეულს კანონის მთელი ძალით ვაგებინოთ პასუხი“, - წერია პოსტში, რომელიც სააკაშვილმა გამოაქვეყნა.

ლაშა გოგიამ თანამდებობა წუხელ დატოვა. მან შესაბამისი პოსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურმა სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, ქრთამის აღების მუხლით გამოძიება დაიწყო.დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

მანამდე სუს-ში ლაშა გოგია ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.

ამავე თემაზე:

არასამთავრობოები: მოსახლეობამ უნდა იცოდეს მერის გადადგომის მიზეზები
Print