ახალი ამბები
გია გულორდავა სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს
ზუგდიდის მერის ყოფილი პირველი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ხვალისთვის დაიბარეს. სუს-ში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ გია გულორდავა 14 სექტემბერს 11 საათზეა დაბარებული. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ, ქრთამის აღების 338-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ გადადგომის შესახებ პოსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუშინ, გვიან ღამით, დაწერა. რაც შეეხება ვიცე-მერს გია გულორდავას მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება კანცელარიას უკვე გადასცა. დღესვე „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ზუგდიდის მერის წინააღმდეგ აღნიშნული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ სუს-მა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

„რუსთავი 2“: ფარულ ჩანაწერში ზუგდიდის მერი და ბიზნესმენი კორუფციულ სქემაზე საუბრობენ

სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერის მიერ შესაძლო ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვიცე-მერი გია გულორდავა თანამდებობიდან გადადგა




Print