„ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქცია“ - პროექტის საბოლოო ვერსია (ვიდეო)
17:11 / 14.09.2018
ენგურჰესის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის
პროექტი დასრულებულია.
ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი
ავრცელებს.
ამავე ცნობით, ენგურის კაშხალზე მსოფლიო დონის სანახაობის შექმნა
იგეგმება.
"მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს შემეცნებით-გასართობი და
კულტურულ ცენტრები, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს საგრძნობლად
გაზრდის. კაშხლის ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქტიული აღმოჩენათა
ცენტრი, გასართობი და სათავგადასავლო ტიპის ატრაქციები", - ნათქვამია
ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა ესტონურმა კომპანიამ „კოკო
არქიტექტორებიმ“ თითქმის ორ მილიონად მოამზადა. შესაბამისი ტენდერი
„ენგურის ტურისტულმა ცენტრმა“ გასული წლის ივნისში
გამოაცხადა.ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა გადასახედ
მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს,
სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მაღალ ლიფტსა და ექსტრემალური
კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას მოიცავს.სამუშაოებში
200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. ენგურის კაშხალს კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
ვიდეო:საქართველოს ენერგეტიკის განვითარების
ფონდი
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები