ახალი ამბები
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადება ზუგდიდის მერის გადადგომასთან დაკავშირებით
არასამთავრებო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ზუგდიდში მერის ლაშა გოგიასა და ვიცე-მერის გია გულორდავას გადადგომას ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოში დღეს მაღალია კორუფციის რისკი არსებობს, ხოლო სახელმწიფოს კი დანაშაულის პრევენციისა და მასზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები არ აქვს.

„12 სექტემბერს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა თანამდებობიდან გადადგნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას
მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, ზუგდიდის მერსა და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას შორის სავარაუდოდ ქრთამის სანაცვლოდ ქონების გადაცემაზეა საუბარი.ამ შემთხვევებს წინ უსწრებდა 2018 წლის ივლისში მოულოდნელი სამთავრობო ცვლილებები, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობები დატოვეს. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე (რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა უფრო ადრე, 2018 წლის 30 მარტს დატოვა) გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, საზოგადოებისთვის ეს ამბავი მხოლოდ მათ მიერ პოსტების დატოვების შემდეგ გახდა ცნობილი.

აღნიშნული შემთხვევები იმის დასტურია, რომ საქართველოში დღეს მაღალია კორუფციის რისკი ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთქმედების პროცესში. აუცილებელია კორუფციული დანაშაულის გამოძიებასა და პრევენციაზე პასუხისმგებელი უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოეყოს, რაზეც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ. ასეთი უწყება ცალკე, დამოუკიდებელ ინსტიტუტად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და ექნება სათანადო ინსტიტუციური, ფინანსური და ადამიანური რესურსი“,- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. მანამდე გოგია სუს-ში ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. უწყებაში ამ დრომდე იკითხება თანამდებობიდან გადამდგარი ვიცე მერი გია გულორდავა.

ამავე თემაზე:

არასამთავრობოები: მოსახლეობამ უნდა იცოდეს მერის გადადგომის მიზეზები
Print Email
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო შპს
10:38 / 19.11.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო შპს "ჯეო ნათსი" ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო "ერთიანი აგროპროექტის"
21:28 / 18.11.2018
"ფერმერთა დღეს" გამართულ დაჯილდების ცერემონიაზე სპეციალური ჯილდო კომპანია "გემუანის" მენეჯერს ნანა თორდიას გადაეცა. ის წლის ინოვაციური პროდუქტის მწარმოებელი გახდა.
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში დღეს,
20:38 / 18.11.2018
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში დღეს, "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ინიციატივით "ფერმერთა დღე" გაიმართა. სხვადასხვა რეგიონიდან
შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია დღეს ზუგდიდში, დადიანების სასახლეში იმყოფებოდა, სადაც
19:58 / 18.11.2018
შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია დღეს ზუგდიდში, დადიანების სასახლეში იმყოფებოდა, სადაც "ფერმერთა დღის" აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
ორი თვის დანიშნული ვარ და ვცდილობ, შევხვდე ყველას, რომ გავეცნო რეგიონს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ფერმერთა დღის
19:46 / 18.11.2018
ორი თვის დანიშნული ვარ და ვცდილობ, შევხვდე ყველას, რომ გავეცნო რეგიონს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ფერმერთა დღის
“აგრო სახლის” დირექტორი მაია მიქავა წლის ექსტენციონისტი ფერმერი გახდა. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ
19:15 / 18.11.2018
“აგრო სახლის” დირექტორი მაია მიქავა წლის ექსტენციონისტი ფერმერი გახდა. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ "ფერმერთა ასოციაციის" მიერ დაწესებილი
2018 წლის ახალგაზრდა ქალი ფერმერი მარტვილში მცხოვრები მეღვინე ქეთო ნინიძე გახდა. მას
18:13 / 18.11.2018
2018 წლის ახალგაზრდა ქალი ფერმერი მარტვილში მცხოვრები მეღვინე ქეთო ნინიძე გახდა. მას " საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" სპეციალური ჯილდო შს მინისტრმა გიორგი გახარიამ
შინაგან საქმეთა მინისტრს  გიორგი გახარიას ზუგდიდელმა სამოქალაქო აქტივისტებმა როსტომ ზარანდიამ და ცაბუნია ვართაგავამ ბრალდებულის გუკა ბაძაღუას საქმით დაინტერესება სთხოვეს.
17:23 / 18.11.2018
შინაგან საქმეთა მინისტრს  გიორგი გახარიას ზუგდიდელმა სამოქალაქო აქტივისტებმა როსტომ ზარანდიამ და ცაბუნია ვართაგავამ ბრალდებულის გუკა ბაძაღუას საქმით დაინტერესება სთხოვეს.
ზუგდიდში, 26 ნოემბერს გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერად მისი მეგობრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები აქციას გამართავენ. საქმე ეხება პროკურატურის მიერ ბაძაღუასთვის მძიმე
12:59 / 18.11.2018
ზუგდიდში, 26 ნოემბერს გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერად მისი მეგობრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები აქციას გამართავენ. საქმე ეხება პროკურატურის მიერ ბაძაღუასთვის მძიმე
11:18 / 18.11.2018
"სამწუხაროდ, სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს",  - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ყოფნისას განაცხადა.
არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი - ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს, ვასწავლოთ, როგორ დაინახონ ცხოვრებაში პერსპექტივა ®️
17 / ნოემბერი 2018
არ შეიძლება, ნარკოტიკების პრობლემა გულთან არ მივიტანოთ. რა განათლებაზეა საუბარი, თუ ახალგაზრდობა გართულია ნარკოტიკებით,
სალომე ზურაბიშვილი - ყველაფრის მიუხედავად, ჩემი შვილი ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ბრძოლას აპირებს, ეს ძალიან დიდი ძალაა ®️
17 / ნოემბერი 2018
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა,
მოქალაქეების აზრი
როგორ აფასებენ ზუგდიდელები მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ გაცემულ დაპირებებს? (ვიდეო)
07 / ნოემბერი 2018
მთავრობამ ახალ პროგრამებზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაზრდას და სოციალურად
ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
04 / ოქტომბერი 2018
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. რადიო "ათინათი" დაინტერესდა, აქვთ
დღის სიახლეები
19 / ნოემბერი 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო შპს "ჯეო ნათსი" ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო "ერთიანი აგროპროექტის"
18 / ნოემბერი 2018
"ფერმერთა დღეს" გამართულ დაჯილდების ცერემონიაზე სპეციალური ჯილდო კომპანია "გემუანის" მენეჯერს ნანა თორდიას გადაეცა. ის წლის ინოვაციური პროდუქტის მწარმოებელი გახდა.
18 / ნოემბერი 2018
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში დღეს, "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ინიციატივით "ფერმერთა დღე" გაიმართა. სხვადასხვა რეგიონიდან
კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
არქივი
გამოკითხვა
როგორ აფასებთ მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ გაცემულ დაპირებებს?
შენი გვარის ისტორია
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.