რეგიონი
ლაშა გოგია საქართველოში დაბრუნდა
ზუგდიდის ყოფილი მერი, რომელმაც გადადგომის შესახებ პოსტი ფეისბუქის საკუთარ გვედრზე 12 სექტემბერს გამოაქვეყნა, ჩეხეთიდან ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები დახვდნენ. მათ კითხებს გოგიამ ასე უპასუხა: “ორშაბათს გეტყვით ყველაფერს”.

ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. მანამდე გოგია სუს-ში ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. დღეს უწყებაში დაკითხვაზე ვიცე მერმა გია გულორდავაც დაიბარეს. მან თანამდებობა გუშინ დატოვა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

ამავე თემაზე:

რა მიზნით იმყოფება ლაშა გოგია პრაღაში 

ლაშა გოგიას ზუგდიდში ორშაბათს ელოდებიან 

ლაშა გოგია: მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება






Print