რეგიონი
ზუგდიდის ყოფილი მერი დაკითხვაზე დაიბარეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  დაკითხვაზე 15 სექტემბერს დაიბარეს. ინფორმაცია რადიო “ათინათს” უწყებაში დაუდასტურეს. დღესვე სუს-ში რამდენიმე საათის განმავლობაში ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავაც იკითხებოდა. საქმე ეხება ლაშა გოგიას მიმართ 338-ე, ქრთამის აღების მუხლით აღძრულ საქმეს. თავად ლაშა გოგია საქართველოში პრაღიდან დღეს საღამოს დაბრუნდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კითხვებს პასუხს ორშაბათს გასცემს.

ამავე თემაზე:

გია გულორდავას დაკითხვა დასრულდა
Print