ახალი ამბები
ლაშა გოგია და ბიზნესმენი კვირკვია სუს-ში იკითხებიან
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ წუთებში იკითხება. მას მოდულის შენობაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. გარდა ამისა, სუს-ში კითხავენ ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასაც, რომელიც ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს.

დილიდან გამოძიების კითხვებს პასუხობს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ სუს-ისთვის ჩანაწერის სრული ვერსიის გადაცემას აპირებს.

აღნიშნულ საქმეზე გუშინ უკვე დაიკითხა ზუგდიდის ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ამავე ჩანაწერის მიხედვით, ზურაბ კვირკვია მერისგან მისთვის ქრთამის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.


ამავე თემაზე:

სუს-ში კახა მიქაიას გამოკითხვა მიმდინარეობს

ზუგდიდის ყოფილი მერი დაკითხვაზე დაიბარეს
Print