რეგიონი
ჯიხაშკარში გზის საფარის რეაბილიტაციას ითხოვენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში ადგილობრივმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

„წლებია ეს პრობლემა გვაწუხებს. წვიმიან ამინდებში აქ მუხლამდე წყალი და ტალახი დგება, მანქანა ვერ გადის, ფეხით ვერ გავდივართ, ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან, ხომ უნდა მოგვაქციონ ყურადღება“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

საქმე ეხება სამი სოფლის, ობუჯი-ჯიხაშკარი-წალენჯიხას დამაკავშირებელი მონაკვეთს, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს აკავშირებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განმარტებით, ხელისუფლებას ისინი უყურადღებოდა არ დაუტოვებია და აღნიშნულ სოფელში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის პროექტირება უკვე დაასრულა, უახლოეს დღეებში კი ტენდერიც გამოცხადდება.





Print