რეგიონი
ზუგდიდში დათო შენგელიას დაცვის ყოფილი უფროსი დააკავეს

ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ყოფილი პარტიზანული დაჯგუფების "ტყის ძმების" ლიდერის დათო შენგელიას დაცვის

უფროსი ზ. ხ დააკავეს. ამ წუთებში სუს-ის შენობაში გამოკითხვაზე დაკავებულის მეუღლე ხათუნა ფიფია შევიდა.

"არაფერი არ ვიცი, არც ის დაკავებულია თუ არა ნამდვილად. დამიბარეს დღეს და მოვედი"- თქვა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", - ნათქვამია სუს-ის  მიერ გავრცელებულ ინფრმაციაში.

 

Print