რეგიონი
კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაკავებულის მეუღლის დაკითხვა დასრულდა
სუს-ის ზუგდიდის განყოფილების შენობა უკომენტაროდა დატოვა, ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებული ზ.ხ. - ს მეუღლემ. მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ხათუნა ფიფიას გამოკითხვა, დაახლოებით, ორსაათნახევარი მიმდინარეობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ყოფილი პარტიზანული დაჯგუფების "ტყის ძმების" ლიდერის დათო შენგელიას დაცვის უფროსი ზ. ხ. დააკავეს. მას გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. საქმე სს კოდექსის 338-ე მუხლითაა აღძრული.

ზ.ხ. - ს დაკავება შესაძლოა ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის შესაძლო კორუფციულ გარიგებას უკავშირდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაავებული ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასთან მუშაობდა. ეს უკანასკნელი კი იმ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, რომელმაც ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნებს, ამავე ჩანაწერის მიხედვით, გარკვეული ტერიტორიების დაუფლების სანაცვლოდ თანხა გადაუხადა.



ამავე თემაზე:

ზუგდიდში დათო შენგელიას დაცვის ყოფილი უფროსი დააკავეს
Print