ახალი ამბები
სუს-ში ლევან შონია ქრთამის აღებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იკითხება
სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ წუთებში იკითხება. სუს-ის ინფორმაციით, ის მოდულის შენობაში 338-ე, ქრთამის აღების მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. 

პარალელურად, სუს-ის ზუგდიდის განყოფილებაში იმყოფება შონიას ყოფილი მოადგილე დავით კოდუაც. ის გამოკითხვაზე თითქმის სამი საათია იმყოფება.

ამავე თემაზე:

კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაკავებულის მეუღლის დაკითხვა დასრულდა
Print