ახალი ამბები
გიორგი ქობულია: ანაკლიის პორტის მსგავსი პროექტი ბევრი არ გვაქვს და არც გვექნება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მსგავსი პროექტი საქართველოში ბევრი არ არის და არც იქნება. ეს განცხადება მან დღეს ანაკლიაში პორტის საზღვაო სამუშაოების დაწყების ცერემონიის შემდეგ გააკეთა. მინისტრმა პორტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ლოგისტიკური ჰაბი.

„ჩვენ უნდა ავითვისოთ გეოგრაფიული მდებაროების სრული პოტენციალი, რომ გავხდეთ ლოგისტიკური ჰაბი. ამიტომაც, ჩვენი კონკურენტუნარინობის გასაზარდელად და ამოცანის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება ბევრი მუშაობა. ანაკლიის პორტი ამ მიზნის შემადგენელი რგოლია რკინიგზისა და საავტომობილო გზების მოდერნიზაციასთან ერთად. ჩვენ გვინდა გავხდეთ საზღვაო ქვეყანა. გვაქვს კარგი ბაზა ამისთვის, კარგი სკოლა მეზღვაურებისთვის. უნდა გავზარდოთ და განვავითაროთ სხვადასხვა სერვისი, რაც დიდ ბიძგს მისცემს ეკონომისკი განვითარებას, განსაკუთრებით იქ, სადაც არის ზღვის სანაპირო. დიდი ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ჩემთვის, როგონც ინჟინერიით დაინტერესბულისთვის, შთამბეჭდავია, რაც აქ ვნახე. ვიყავი გემზეც და ჩანს, რამხელა სეიოზული განზრახვები აქვს ინვესტორებს“, - აღნიშნა ქობულიამ.

მისივე თქმით, სამუშაობი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ქობულიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად ასევე თქვა, რომ ეკონომური ზრდა არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი.

Print