ახალი ამბები
მურთაზ ზოდელავა ხელისუფლებას ქრთამის აღების საქმის ჩაფარცხვაში ადანაშაულებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მურთაზ ზოდელავა სუს-ის მიერ ზაზა ხასაიას ზუგდიდში დაკავებას გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, ხასაიას დაკავებით ხელისუფლებას ქრთამის აღების ფაქტში მონაწილე პირებისთვის ხელის დაფარებას ცდილობს.

" რამდენიმე დღეა, მთელი საქართველო ელოდება, იმას თუ როდის დააკავებენ კონკრეტულ ჩანაწერში მონაწილე კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს. მთელი სამეგრელო ელოდება თუ როდის დაიწყება მათი დაპატიმრება. დღეს გავიგეთ, რომ დააპატიმრეს მეწარმის ახლობელი და მისი დაცვის უფროსის ფუნქციის მატარებელი. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს იმას, რომ ხელისუფლებას უნდა ამ საქმის ჩაფარცხვა. ყველა გამომძიებელს და პროკუროს მოვუწოდებ, რომლებიც ამ საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ, ყველა თქვენთაგანი ვინც მოიღებთ ამაში მონაწილეობას დაისჯებით უმკაცრესად", - განაცხადა ზოდელავამ.

მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცცია და ოპოზიციური ძალები აკვირდებიან.

ამავე თემაზე:

კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაკავებულის მეუღლის დაკითხვა დასრულდა
Print