ახალი ამბები
ზუგდიდის ხუთი სკოლის მოსწავლეები სხვა სკოლებში გადაანაწილეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის შენობაში ახალი სასწავლო პროცესი არ დაწყებულა. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცვნაიას ინფორმაციით, ხუთივე სკოლაში რემონტი მიმდინარეობს. აღნიშნული სკოლის მოსწავლეები ახლომდებარე სკოლებში გადაანაწილეს.

„ზუგდიდის მეოთხე, მეათე, მერვე, ასევე, ინგირის მეორე და დარჩელის პირველ საჯარო სკოლებში გაზაფხულზე მოსწავლეები ახალ შენობებში გააგრძელებენ სწავლას. ეს არის მართლაც ძირეული შეცვლა ამ სკოლების, იმიტომ, რომ მილენიუმი, ანუ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აფინანსებს ამ სკოლების რემონტს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ფარცვანიამ.

ახალი სასწავლო წელი დღეს მთელ საქართველოში დაიწყო.

Print