ახალი ამბები
მამუკა წოწერია: გვჯერა, რომ ლაშა გოგია არის პროვოკაციის მსხვერპლი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ წევრი მამუკა წოწერია ამბობს, რომ ლაშა გოგიას მიერ პარტიის საოლქო ორგანიზაციის დატოვებაზე საუბარი არ ყოფილა. წოწერია ამბობს, რომ გოგიამ პოლიტიკური პასუხიმგებლობა მერის პოსტის დატოვებით აიღო.

„ველოდებით სამართლებრივ შეფასებას და სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გამოვდივართ. თავს ვიკავებთ ყველანირი გამოსვლებისგან და დამოკიდებულის გამოხატვისგან მის მიმართ. გვჯერა გამოძიების ობიექტურობისა და სამართლის დადგენის. არავის ჰქონდეს განცდა, რომ, თუ ვინმე რამეს დააშავებს, სტატუსის ან პარტიული კუთვნილების მიუხედავად, დამალული იქნება. გიდასტურებთ იმის რწმენას, რაც ლაშამ აღნიშნა, რომ ის არის პროვოკაციის მსხვერპლი და ყველაფერი ცხადი გახდება უახლოეს მომავალში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წოწერიამ.

ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა დღეს ოფიციალურად დატოვა, თუმცა „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმდჯომარედ რჩება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერის მოვალეობას ხვალიდან მაიზერ ნანავა შეასრულებს

Print