ახალი ამბები
პივა - 5 ლარი, ლუდი -2 ლარი - ზუგდიდის ბარი ბარბარიზმების წინააღმდეგ
ზუგდიდში არსებულ სოციალურ კაფეში "MEGO bar" მყიდველებს ლუდის შეძენა 2 ლარად შეუძლიათ, თუმცა, თუ მომხმარებელი „პივას“ მოითხოვს, მომხმარებელს ხუთი ლარის გადახდა მოუწევს.

ეს გადაწყვეტილება ბარის მენეჯმენტმა ქართული ენის დასაცავად მიიღო.

„ჩვენი ბარი, ანუ სოციალური საწარმო "მეგობარი" ხშირად ატარებს ხოლმე სხვადასხვა სახის შეხვედრას. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას საუბარი ჩამოვარდა ბარბარიზმებზე, გავიხსენეთ ისტორიები, როგორ მთხოვა ერთ-ერთმა კლიენტმა "პეპელნიცა" საფერფლის ნაცვლად და ა.შ. ერთხელ ბარის დამფუძნებელი ედუარდ ფარცვანია გამოვიდა ასეთი იდეით, რომ ბარში გაგვეკრა წარწერა „პივა“ - 5 ლარი, ლუდი - 2 ლარი, უცებ ამოვბეჭდე და მივაკარი იქვე შემოსასვლელთან მინი მაცივრის კარზე. გუშინდელიდან მოყოლებული ბარში შემოსული მომხმარებლები უკვე ხუმრობით ლუდს ღიმილით უკკვეთავენ და იციან რაშიცაა საქმე“, - გვითხრა კაფეს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გიორგი ბახბავამ.

იდეამ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.





Print