რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნიაში საკადრო ცვლილებებია
სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა გვასალია ალექსანდრე მოწერელიას თანაშემწედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას   გუბერნიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულის  მრჩევლად ლევან წულაია დაინიშნა, რომელიც აქამდე კერძო სექტორში მუშაობდა.

რაც შეეხება გვასალიას, როგორც მან რადიო „ათინათს“ უთხრა საკადრო ცვლილებების შესახებ მისთვის მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

„ახლა გახდა გავიგე და გიდასტურებთ. ჯერჯერობით, გავაგრძელებ საქმიანობას გუბერნატორის თანაშემწის პოზიციაზე. შეიძლება დედაქალაქში გადავიდე სამუშაოდ, თუმცა ეს ჯერ არ მაქვს გადწყევტილი“, -აღნიშნა გვასალაიმ.

სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კანონის შესაბამისად კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს.

ამავე თემაზე:

სამხარეო ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი: ჩემს თანამდებობაზე უკვე მოიყვანეს სხვა





Print