რეგიონი
აფხაზეთში ქაღალდის პირველი ბანკნოტი „ვლადისლავ არძინბა“ გამოუშვეს
აფხაზეთში დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის გამოსახულებით საიუბილეო ბანკნოტი „ვლადისლავ არძინბა“ გამოუშვეს. პირველი ქაღალდის ფული აფხაზური ვალუტაა, რომლის ნომინალი 500 აფსარია. „აფხაზეთის ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელის ბესლან ბარათელიას თქმით, ის ბრუნვაში 29 სექტემბერს, 10 ათასის ოდენობით ჩაეშვება. მისივე ცნობით, ბანკნოტის დამზადება „საქართველოსთან გამარჯვების 25 წლისთავს ეძღვნება“, - წერს „აფსნიპრესი“.

ანკნოტზე მხატვრებმა ბატალ ჯაპუამ და ტიმურ კატიანმა იმუშავეს.

Print