ახალი ამბები
ზუგდიდში შესაძლო კორუფციული გარიგების საქმეზე დაკავებული ზაზა ხასაია გირაოთი გაათავისუფლეს
ზუგდიდში, ქრთამის აღების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ზაზა ხასაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ის საპატიმროს თანხის სრულად გადახდის შემდეგ დატოვებს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

ზაზა ხასაია სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 14 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება ზუგდიდში ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციულ გარიგებას, რომელთან დაკავშირებითაც სუს-ში გამოძიება 338-ე ქრთამის აღების მუხლით მიმდინარეობს.

ხასაია დავით შენგელიას დაცვის ყოფილი უფროსია. არსებული ინფორმაციით, ის ამჟამად ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსია.
Print