ახალი ამბები
ცოლისძმის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
რუხში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დაუდასტურეს.

მუხლი, რომლითაც აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ბრალდებულის ნების შემთხვევაში ნაფიც მსაჯულების მიერ ვერდიქტის გამოტანას ითვალისწინებს.

რუხში სიძემ ცოლისძმა 16 სექტემბერს ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე, გაზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. 

ამავე თემაზე:

რუხში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


Print