რეგიონი
სოხუმის დრამატულ თეატრში საქორწინო ფოტოსესიები აიკრძალება
აფხაზურ დრამატულ თეატრში საქორწინო ფოტოსესიები აიკრძალება, ამის შესახებ „სპუტნიკს " საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა შარიდა ტუჟბამ განუცხადა. მისი თქმით, თეატრის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება საქორწინო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მიიღო.

«ჩვენ მიზანია მაყურებელს ხარისხიანი მასალა მივაწოდოთ და გვსურს, რომ აქ სპექტაკლების სანახავად მოვიდნენ და არა ფოტოსესიისთვის. აფხაზეთის დრამატული თეატრი უნიკალური ნაგებობაა, მდიდარი ისტორიით, და იქ ასე მარტივად შესვლა და ფოტოსესიის მოწყობა დაუშვებელია», - აღნიშნა მან.

ტუჟბას თქმით, ახალგაზრდა წყვილების უმრავლესობა, რომელიც აქ საქორწინო ფოტოსესიისთვის მოდის, თეატრში მანამდე არც ყოფილა.

აფხაზეთის დრამატული თეატრი 1912 დაარსდა. 1967 წელს მას აფხაზი მწერლის სამსონ ჭანბას სახელი მიენიჭა.

Print