რეგიონი
საია ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს შეისწავლის
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრეზიდენტობის კანდიდატის ზუგდიდში გამართული შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს სწავლობს. ამის შესახებ საია-ს ზუგდიდის ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის ირინა პავლიაშვილის ინფორმაციით, მათ საარჩევნო პროცესების მონიტორინგი უკვე დაიწყეს და გარკვეული სახის ხარვეზები უკვე იკვეთება.

„მაგალითად, ხარვეზები დაფიქსირდა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში, როგორც საარჩევო საუბნო კომისიების,  ასევე საოლქო კომისიების დონეზე. რამდენიმე ფაქტი უკვე გვქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და უკანონო აგიტაციის განხორციელების. ასევე, გამოიკვეთა ხელშეშლის ფაქტები, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის. საიამ ამ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებას მიმართა და  ელოდება, თუ როგორ წარიმართება ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის წარმოება და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაეკისრება“, - თქვა პავლიაშვილმა.

შეხვედრას მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საია-ს წარმომადგენლებმა მათგან  იმ გამოწვევების შესახებ მოისმინეს,  რაც ადგილზე არსებობს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.