რეგიონი
"ათინათი" ამერიკელ მოხალისეს მასპინძლობს
ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოს "მშვიდობის კორპუსის" მოხალისე უკვე ასოციაცია "ათინათშია". შემდგომი თვეების განმავლობაში ის ასოციაციის ორგანიზაციულ განვითარებაზე იმუშავებს. ამერიკელი მოხალისის მისაღებად "ათინათმა" კონკურსი გაიარა.

"მოხარულები ვართ, რომ "მშვიდობის კორპუსის" მოხალისე ჩვენთან არის. "ათინათს" მოხალისეებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს და გვჯერა, რომ ამ შემთხვევაშიც მისი გამოცდილება ჩვენს ორგანიზაციას წაადგება. "მშვიდობის კორპუსის" მოხალისეს პირველად ვმასპინძლობთ და ეს ფაქტი ჩვენთვის ორგმაგად სასიხარულოა" - თქვა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ.

800-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა საქართველოში 2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც პირველი ჯგუფი ჩამოვიდა.

ცნობისთვის, მშვიდობის კორპუსი 1961 წელს დააარსა პრეზიდენტმა ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ. ეს ორგანიზაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების არაპოლიტიკური და არარელიგიური სამთავრობო სააგენტო, რომელიც საშუალებას აძლევს ამერიკელ მოხალისეებს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას. მშვიდობის კორპუსი აგზავნის კვალიფიციურ მოხალისეებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ამგვარ დახმარებას ითხოვენ. მოხალისეებს შეაქვთ თავიანთი წვლილი ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში.

მშვიდობის კორპუსის არსებობის ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში 225 000-ზე მეტ ამერიკელს უმსახურია მსოფლიოს 141 ქვეყანაში. ამჟამად მშვიდობის კორპუსი 7376 მოხალისეს ითვლის 65 ქვეყანაში. ისინი მუშაობენ განათლების, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, თემის ეკონომიკური განვითარების, ახალგაზრდობის განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში.


Print