რეგიონი
ზუგდიდელი ბავშვები გიგა მაქარაშვილს შეძახილებით #არგაჩერდე დახვდნენ
აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელიც თბილისდან ოკუპაციის გასაპროტესტებლად ენგურის ხიდამდე ფეხით მოდის, გზაზე სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის მოსწავლეები დახვდნენ. მათ გიგა შეძახილებით #არგაჩერდე გაამხნევეს და მასთან ფოტოები გადაიღეს.



"ეს არის საოცრება, ასე მხოლოდ ზუგდიდში შეუძლიათ", - თქვა აქტივისტმა.



გიგა მაქარაშვილი, რომელიც თბილისიდან 14 სექტემბერს დაიძრა, ზუგდიდში მალე იქნება. მას ქალაქის ცენტრში მოქალაქეები და აქტივისტები დახვდებიან.

ამავე თემაზე:

სოხუმის დაცემის დღისთვის გიგა მაქარაშვილმა თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით ჩასვლა დაგეგმა

გიგა მაქარაშვილი ფეხით თბილისიდან ენგურის ხიდის მიმართულებით დღეს წამოვა

თბილისიდან ენგურის ხიდისკენ მომავალი აქტივისტი უკვე იმერეთშია

დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას - 27 სექტემბერს ენგურის ხიდზე აქცია დაიგეგმა

ენგურის ხიდამდე ფეხით მომავალი აქტივისტი აბაშაშია 

სტუმარი - გიგა მაქარაშვილი

Print