ახალი ამბები
ვლადიმერ პუტინმა აფხაზებს „გამარჯვების“ დღე მიულოცა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას „გამარჯვების“ 25 წლისთავი მიულოცა. მილოცვის ტექსტში აღნიშნულია, რომ "რუსეთი მომავალშიც ყოვლისმომცველ დახმარებას გაუწევს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ხალხს მათ წინაშე არსებული ამოცანების გადასაჭრელად“.

სოხუმში  „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღის“ 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე ამ დღის აღსანიშნად სამხედრო აღლუმი ჩატარდა.

„დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღე, რომელსაც ჩვენს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან და ძმებთან ვზეიმობთ, ჩვენი უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა წმინდა თავისუფლება, რომელსაც ათასობით მამაცი აფხაზი შეეწირა. 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერაგულად შემოჭრილ ქართველებთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ გვერდით იდგნენ ჩვენი ძმები ჩრდილოეთი კავკასიიდან, ჩვენი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოხალისეები რუსეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, დნესტრისპირეთიდან და სხვა“, - განაცხადა დე  ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

25 წლის წინ აფხაზეთში ომის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 250 ათასამდე ქართველი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.

ამავე თემაზე:

გიგა მაქარაშვილის 13 დღიანი მსვლელობა ენგურის ხიდზე აქციით დასრულდა (ფოტო, ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.