ახალი ამბები
ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრიდან" 19 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მერიის პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ 19 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდა.

„ამ ეტაპზე მათთვის ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ხოლო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ საჭიროებისამებრ განახლდება ხელშეკრულებები“, - გვითხრეს მერიაში.

ამ დროისთვის აღნიშნულ ააიპ-ში დირექტორ ზვიად ქარჩავას ჩათვლით 8 ადამიანი მუშაობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა აგვისტოში დაიწყო.

ამავე თემაზე:

სუს-ში ზუგდიდის მერი და ააიპ-ის ხელმძღვანელი გამოკითხეს 

Print