რეგიონი
მომავალი წლიდან მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას და პენსიას ზრდის
მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დაფინანსება იზრდება. 2019 წლის ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით, წლევანდელ წელთან შედარებით გაისად პროგრამის ბიუჯეტი 50 მლნ ლარით მეტი იქნება.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 754.0 მლნ ლარი. წელს ამ მიმართულებით დაფინანსება 704,0 მილიონ ლარს შეადგენს.

2019 წლის პირველი იანვრიდან ასევე იზრდება პენსია და ის 180 ლარის ნაცვლად 200 ლარით განისაზღვრება.

ბიუჯეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის – 2 684.2 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან”.

Print