ახალი ამბები
ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობის სამუშაოები, შესაძლოა, კომპანია „იმერეთმა“ განახორციელოს
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის 19-ში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა გაგრძელდება. სამშენებლო სამუშაოებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ამოცხადებულ ტენდერში ფასის ყველაზე დაბალი ბიჯი 2 893 800 ლარი სამშენებლო საწარმო გაერთიანება "იმერეთმა" დააფიქსირა. ამ ეტაპზე ტენდერში პრეტენდეტების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

გამარჯვებულმა კომპანიამ შენობის სრული რეაბილიტაცია, გათბობა, ელექტროობა, ეზოს მოწყობა, წყალმომარაგება, შემოღობვა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

შენობა კი დასრულებული სახით ხელშეკრულების დადებიდან, დაახლოებით, 9 თვეში უნდა ჩაბარდეს.

ამავე თემაზე:

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო "ენმ" პროტესტს ეხმაურება
Print