ახალი ამბები
სეს: მოსახლეობა ფაროსანას მექანიკური ღონისძიებებითაც უნდა ებრძოლოს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტყიდან გამოსული ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური ღონისძიებების გატარება, მათ შორის, დამჭერი ხაფანგების გამოყენებაა საჭირო. უწყებაში ამბობენ, რომ მექანიკურ მეთოდებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მიზნით, საკოორდინაციო შტაბისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

„მექანიკური მეთოდები გულისხმობს მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივ კონსტრუქციებს, რომლებიც თავსდება საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან ადგილას. ამ გზით შესაძლებელია გამოზამთრების ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება, სახლებში შესული ფაროსანას მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება. ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა ან ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად, მავნებელი კვდება“, - აღნიშნულია სეს-ის ინფორმაციაში.
Print